ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 09:46

ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქართული კინოს ვარსკვლავს, სახალხო არტისტს ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში დაიწყება. 14:00 საათისთვის ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენებენ.

„14:00 საათზე ლეილა აბაშიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ. სამგლოვიარო მიტინგი გაგრძელდება საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მისი მეგობრები დაემშვიდობებიან ქალბატონ ლეილას, სამგლოვიარო მიტინგს წარუძღვება ბატონი გოგი დოლიძე და შემდგომ ლეილა აბაშიძე, მისი სურვილისა და ანდერძის მიხედვით, დაიკრძალება დედის გვერდით“, – განუცხადა პირველ არხს დავით ოქიტაშვილმა.

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 09:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics