“ლეიბორისტულმა პარტიამ” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი, დღეს “ლეიბორისტულმა პარტიამაც” შეიტანა. პარტიის წევრის მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროტესტის გამო მათ წინააღმდეგ “ქართული ოცნება” რეპრესიებს ანხორციელებს, ისინი დამოუკიდებლად მაინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

“ჩვენ გავხდით არაერთი შევიწროების მსხვერპლი “ქართული ოცნების” მხრიდან, მათ ჩვენ წაგვართვეს დაფინანსება, კომისიის წევრები, უფასო სარეკლამო დრო, მაგრამ ვერ წაგვართვეს მთავარი – ღირსება”, – თქვა მიხეილ ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ვაქცინა 102 წლის ქალმა გაიკეთა
შემდეგი სტატია6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება