ლეიბორისტულმა პარტიამ კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ლეიბორისტულმა პარტიამ კომენდანტის საათის გაუქმებისა და კომპენსაციის გათანაბრების მოთხოვნით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პარტიის ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულებზე გაიცეს იგივე რაოდენობის კომპენსაცია, როგორც დასაქმებულებზე.

ჩხარტიშვილის თქმით, ეს არის დისკრიმინაციული და სააარსებო მინიმუმზე მრავალჯერ დაბალია და თანხა ყველაზე უნდა გაიცეს მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება კომენდატის საათს, პარტიის ლიდერი მიიჩნევს რომ ის უნდა გაუქმდეს, რადგან მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს
შემდეგი სტატიასაქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს სკოლაში არ უვლია