ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისის წყალთან აქცია გამართეს

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისის წყალთან აქცია გამართეს.

“ყაჩაღი ბანკირების ხელისუფლებამ თბილისის წყლის კომპანია ჯერ თაღლითურად გადასცა საქართველოს ბანკს და ბანკმა მოითხოვა ტარიფის გაზრდა წყალზე. წყლის მომარაგების კომპანიამ სემეკში შეიტანა განაცხადი და ითხოვს წყლის ტარიფის გაორმაგებას, მალე ალბათ კრედიტით და პროცენტებით მოგვიწევს წყლის ტარიფის გადახდა, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა დარჩება ამ სასიცოცხლო რესურსის გარეშე. ეს არის სოციალური გენოციდი, ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა ხელი აიღონ ამ მავნე ყაჩაღურ გადაწყვეტილებაზე, ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას თუ ისინი წავლენ ამ ძარცვაზე, მიიღებენ მშიერი მოსახლეობის ბუნტს. როდესაც პურს ართმევ, წყალს ართმევ, შუქს და გაზს ართმევ გაავებული, აშიმშილებული მოქალაქე აუცილებლად მოგადგება და გამოგაძევებს იმ კაბინეტებიდან”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ნაკრები ConIFA–ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
შემდეგი სტატიამოსკოვი სტიქიის მოლოდინში