ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

natelashvili1ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის სპეციალური განცხადება ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში, რომლის მოსახლეობასაც მეორე მეზობელი, ქრისტიანული სახელმწიფო უკრძალავს საკუთარ მიწაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სალოცავთა მონახულებასა და მიცვალებულთათვის პატივის მიგებას. ამ დიდ ხუთშაბათს მივმართავ რუსეთის საპატრიარქოს, მის წმინდა სინოდს თხოვნით, გამოვიდნენ ინიციატივით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, რათა ბრწყინვალე აღდგომის დიდი შვიდეულის დღეებში, ხალხს მიეცეს საშუალება, მავთულხლართებს იქით მოინახულონ წინაპართა საფლავები და მოილოცონ სალოცავები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს იქნება რეალური პირველი ნაბიჯი ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის დაგროვილ მწვავე პრობლემათა გადაწყვეტის დაწყებისა- ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის სპეციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზვიად გობეჯიშვილი-საგარეო უწყების განმარტებას ვერ დავეყრდნობით და განმარტებებს ვითხოვთ პრემიერ–მინისტრისგან
შემდეგი სტატია1 და 2 მაისს მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ