“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა" “მმართველმა რეჟიმმა ჩაიფიქრა მორიგი სოციალური დარტყმა მოსახელობაზე და აპირებს აკრძალოს მარჯვნასაჭიანი ავტომობილები, რაც არამარტო გააღრმავებს მოსახლეობის სოციალურ კატასტროფას არამედ უხეშად დაარღვეს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, არჩევანის თავისუფლებას და ფეხქვეშ გათელავს ვენის 1968 წლის კონვენციას, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს აცხადებს სამართლიან და ლეგიტიმურ მოვლენად. ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ან უკან წაიღოს დანაშაულებრივი გადაწყვეტილების პროექტი, ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით იგი მიღებისთანავე იქნება გაუქმებული.

პარტიის შესაბამის სამასახურებს უკვე მიეცათ დავალება უზრუნველყონ მშვდობიანი აქციების ორგანიზება ამ დანაშაულებრივი პროექტის საწინააღმდეეგოდ. წინსასაახალწოდ გაგვახარა მთავრობამ, როგორც მოსალოდნელი იყო და არა მარტო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განადგურება მოინდომა, რომლითაც პურს ჭამს და ცხოვრობს მოსახელობის მნიშვნელოვანი ნაწილი, და ისინი დარჩებიან პრაქტიკულად არა მარტო ხელცარიელი, ჯიბეცარიელი და გულცარიელი, არამედ, ვერ გაყიდიან მარჯვენა საჭიან იმ ავტომობილებს, რომლებიც ლუკმ-პურის დაზოგვის ხარჯზე შეიძინეს თავის გასატანად. ასევე, ხელისუფლება აპირებს შემოიღოს კატალიზატორების სავალდებულობა, რომლის ფასიც არის 400 ევრო, ასევე, მოინდომა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, ავტომობილების დაზღვევა, რაც უკვე მაფიოზა სადაზღვეოების დაკვეთაა, სადაც მათი ნათესავები მუშაობენ მხოლოდ. ასევე, შეიძლება მოხდეს მართვის მოწმობების ნიველირება. ეს არის მორიგი დანაშაულებრივი შეთქმულება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ხალხის უკანასკნელი კაპიკებით საკუთარი ქისის შევსება. არგუმენტი, რომ თურმე ავტომანქანებით გადაისვო გზები და გზაჯვარედინები და ეს, გარდა საცობებისა იწვევს ჰაერის დაბინძურებას, არის ყურით მოთრეული და დანაშაულებრივი.

საცობის მოხსნას სჭირდება გზების გაფართოება, რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, მაშინ როდესაც იწამლება მთელი დმანისის, ბოლნისისა და კაზრეთის მოსახლეობა შხამიანი ნივთიერებებით, რომელიც შემოაქვს ივანიშვილის ოქროს მომპოვებელ ფირმას და რომელმაც არ გაიმეტა კაპიკები, გამწმენდი ნაგებობის დასაყენებლად, ისევე, როგორც მოწამლულია ჰაერი ზესტაფონში ფეროს გამონაბოლქვის გამო, ასევე, ზღისპირეთში, სადაც არცერთ საწარმოს არა აქვს გამწმენდი მოწყობილობა და კასპის რაიონში, ცემენტის ქარხნისა და აგურის საწარმოდან გამოსული მომწამლავი მტვერისგან დიდი ხანია დავადებულია მოსახლეობა. აი, ეს იწვევს ყველაფერ უბედურებას, ეს პრობლემებია გადასწყვეტი. არანაირი არგუნებტი არც სამართლებრივი, არც ფაქტობრივი არც სოციალური, არც ადამიანური ხელისუფლებას არ გააჩნია გარდა ერთისა, უსასრულო მოხვეჭის სურვილი ხალხის ხარჯზე. საკონტისტუციო სასამართლოში დაუყოვნებლივ გასაჩივრდება ეს საკითხი, თუ მივიდა საქმე ამ ნორმატიული აქტის მიღებამდე. ვფიქრობ, თუ ოდნავი ჭკუა შერჩა ივანიშვილის რეჟიმს ამას არ გააკეთებენ და არ მიიღებენ მძღოლების რევოლუციას”–ნათქვამია  “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქ ირეკ ჩამიდინოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება