“ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა და პარტია დატოვა

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

“ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში თამარ მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა და პარტია დატოვა.

თამარ მიქელაძე “ლეიბორისტულ პარტიას” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში სწორედ მათი კანდიდატის გასამარჯვებლად მუშაობენ. ამასთან, ირწმუნება, რომ კოორდინატორებს ხელფასებს არ უხდიან და არც წინასაარჩევნო პლაკატები დაუმზადეს.

მისივე თქმით, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერები მას პარტიის დატოვებას აიძულებდნენ.

როგორც მიქელაძე აცხადებს, ინფორმაცია ჰქონდა შალვა ნათელაშვილსაც, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.

თამარ მიქელაძე მაჟორიტარად კენჭს ქედა-შუახევი-ხულოს გაერთიანებულ ოლქში იყრიდა. ის 10 წელია პარტიის წევრია. ამბობს, რომ წერილობითი განცხადებით შალვა ნათელაშვილისთვის ჯერ არ მიუმართავს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი : ,,არჩევნებს ზუგდიდში ვერც ის ქალბატონი მოიგებს და ეს ორჯერ-ორი ოთხია”
შემდეგი სტატიანიკა რურუას შტაბის უფროსი დააკავეს