„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, დემოკრატიულ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება ურჩია.
“რეჟიმის მეთაურამა ივანიშვილმა იგრძნო, რომ მთავარი ალტერნატივა ხელისუფლების დღეს არის ლეიბორისტული პარტია. თელავიდან პირდაპირ მოუწოდა თავის სტრუქტურებს, არ შეგვიშვან პარლამენტში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი მომხრეების მრავალრიცხოვან არმიას, მასობრივად დაიძარით 8 ოქტომბერს არჩევნებში ხმის მოსაცემად. ხოლო საღამოს 8 საათიდან შეიკრიბეთ თქვენ თქვენს საარჩევნო უბნებზე, რათა ბოროტმოქმედებს არ მიეცეთ საშუალება გააყალბონ არჩევნების შედეგები.”

banner
წინა სტატიაშიგორის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : ხელისუფლებამ დაუმტკიცოს გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი