ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

natelashvili1ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სპეციალური განცხადება
“როგორც ცნობილი გახდა საერთაშორისო საგამოძიებო კვლევებით, საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრს, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს დაუდგინდა ოფშორულ ზონებში მილიარდიანი კომპანიების გადამალვის ფაქტი და ამ გარემოებებზე, საქართველოს პროკურატურაში სისხლის სმართლის საქმეც კი არ აღუძრავთ მაშინ, როდესაც მთელი რიგი ქვეყნების პრემიერები ანალოგიურ დანაშაულზე უკვე გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან.
მე მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში ქონების გადამალვისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, იმ დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 355-ე მუხლებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით იძულებულნი, უახლოეს ხანში მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რათა ბატონი ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს არა მარტო ოფშორებში შავი ფულის გადამალვის ბრალდებით, არამედ ანგოლაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და საყდრისის აფეთქების ფაქტებზე, რაც ასევე საერთაშორისო დანაშაულია”-ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილის სპეციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე მასთან კონსულტაციები გაიმართოს
შემდეგი სტატიასაქართველოში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი