ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი:

"ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან"ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სპეციალური განცხადება

სანამ ქართული პოლიტიკა პორნო-სკანდალებითაა დაკავებული, ქვეყნის მილიარდერთა მთავრობის მოღალატეობრივი კურსის შედეგად, კატასტროფულად ღრმავდება ოკუპაციური პროცესები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთელი მსოფლიოს თვალწინ, დაჩქარებული ტემპებით მიდის ქვეყნის ტერიტორიათა ბორდერიზაცია, დაპყრობილ სივრცეში ქართველი მოსახლეობა იმყოფება მონის მდგომარეობაში, მათ მიმართ ტარდება ეთნოკულტურული გენოციდი. ტყვედ აყვანისა და ქონების ჩამორთმევის კანდიდატია კონფლიქტის ზოლზე მცხოვრები თითოეული მოქალაქე. იმავდროულად, მტკიცდება სეპარატისტული რეჟიმების სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, ძლიერდება მათი საერთაშორისო თუ საინვესტიციო კავშირები. ქვეყნის მთავრობა კი, აგრძელებს დუმილსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.
დამპყრობელი ანექსიურ გეგმებს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ადგილობრივ სეპარატისტ მაღალჩინოსანთა მეშვეობით. თუ არ მოხდება ამ ჯგუფების დროული სამართლებრივი ნეიტრალიზაცია, შედეგები იქნება შეუქცევადად დამანგრეველი. მოვითხოვთ! მთავარმა პროკურატურამ სასწრაფოდ აღძრას სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედ მაღალი თანამდებობის ყველა პირზე, სახელმწიფოს ღალატის, გენოციდის, აგრესიაში მონაწილეობის ბრალდებით და გამოაცხადოს მათზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა, რაც ამ დამნაშავეებს მოუსპობს საშუალებას გააგრძელონ ქართული სახელმწიფოს შემდგომი დაუსჯელი ნგრევა.
მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა იწვოდეს!
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ასევე, მოითხოვა აბაშიძე-კარასინის თავსმოხვეული ფორმატის გაუქმება, რომლის ფუნქციონირების მიზანია საქართველოს უხმაურო დაშლა. ბატონი კარასინი დღეს ჩვენ გველაპარაკება, მეორე დღეს კი რუსეთს პარლამენტში სარატიფიკაციოდ შეაქვს ცხინვალთან თუ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები. როგორც იტყვიან, “ცინიზმს არ აქვს საზღვრები”!

banner
წინა სტატიაშიავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა