“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი ყოფილ პრემიერს სასამართლოში უჩივის

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ნათელაშვილმა ივანიშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა მას საჯარო განცხადებით ცილი დასწამა, მოიხსენია კრიმინალად და რუსეთიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა.

„პროკურატურიდან გამოვითხოვე მტკიცებულება, მე ვიყავი თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც ამტკიცებს ბიძინა ივანიშვილი და ვიღებდი თუ არა ფულებს რუსეთის სპეცსამსახურებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იწყება დიდი მართლმსაჯულების ეპოქა. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თვითონ გამოცხადდეს ეს კონტინენტური ბოროტმოქმედი სასამართლოში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ