ლეიბორისტული პარტიის განცხადება

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

საყოველთაოდ ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის გაშმაგებული ბრძოლა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ხელში ჩასაგდებად, რის შემდეგაც მათ გარანტირებული ექნებათ ქვეყნის ძარცვა-გლეჯვა მრავალი წლით. იმ ფონზე, როდესაც ევროპული სასამართლო სტრასბურგში უნდა შეუდგეს რუსთავი-2 თან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, პარტიად წოდებული “ევროპული საქართველოს” განცხადება, რომ რუსთავი2-მა თურმე დაამახინჯა თავის სიუჟეტში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა არის პირდაპირ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა არაობიექტური იმიჯის დასამკვიდრებლად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბოკერიას პარტიას შეიძლება ჰქონდეს რაიმე რეიტინგი ეს მისი პრობლემაა. სიმართლე კი ისაა, რომ თავად NDI-ის კვლევებია დანაშაულებრივი, ისინი პირდაპირ დაწერილია ივანიშვილისა და სუსის შეკვეთით, სადაც საპატიო ადგილი მოეძებნა ამ ე.წ. პარტიას, როგორც ხელისუფლების “ტრუბადურს”- -ნათქვამია ” ლეიბორისტული პარტიის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) პუტინმა განბანვის რიტუალი შეასრულა
შემდეგი სტატიამარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა