“ლეიბორისტული პარტიის” ბოლნისის მაჟორიტარ კანდიდატს კეთილდღეობის სანაცვლოდ კანდიდატურის მოხნას სთავაზობენ

“ლეიბორისტული პარტიის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნით შეშფოთებული, ხელისუფლება, მისი მესვეურები მიმართავენ ძალადობისა და შანტაჟის ყველა მეთოდს ოპონენტების წინააღმდეგ.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მაკა გუნაშვილს პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ კანდიდატურის მოხნას სთავაზობენ, წინადადებას არ მიღების შემთხვევაში კი მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაათავისუფლებით ემუქრებიან.

“ჩემი ბრძოლის მიზანი არა პირადი, არამედ, საზოგადოების კეთილდღეობაა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და რომლის ნაწილსაც წარმოვადგენ. მივმართავ, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო-სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გამოიკვლიონ და კონტროლზე აიყვანონ, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები, რაც უკვე მრავლად დაფიქსირდა, ისეთ კერძო კომპანიაში, როგორიცაა ,,არემჯი კოპერი და გოლდი”, სადაც 40 თანამშრომლის გასათავისუფლებელი სიაა უკვე მომზადებული. მე ვრჩები ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად და ვაპირებ მოვიგო ეს არჩევნები” – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე მაკა გუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიზო სართანიას ზუგდიდის გამგებლობიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია
შემდეგი სტატიაშსს-ში ადასტურებენ, რომ წუხელ მოქალაქე დავით ჯაფარიძე დააკავეს