ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა

leisssss

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, დღეს მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია-გამოფენა.
ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, დედაქალაში უამარავი ავარიული ბინაა და დღემდე ხელისუფლებას არ მიუღია არანაირი ზომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
“მოვითხოვთ დედაქალაქის მერიის მხრიდან დროულად ჩაუტარდეს აღდგენითი სამუშაოები ყველა ამორტიზირებულ სახლს, სადაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს სახლები არის დანგრევის პირას, მერიის მხრიდან კი არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. დავით ნარმანია ვალდებულია მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება, სხვა შემთხევაში, ჩვენ დავგეგმავთ კიდევ უფრო სერიოზულ ღონისძიებებს, რათა ვაიძულოთ დედაქალაქის მთავრობა დროულად დაიწყოს ამ სახლების აღდგენითი სამუშაოები”განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური NATO-ზე უარის თქმას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია“ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას ვაპირებ”- შალვა რამიშვილი დაკითვაზე მივიდა