ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაკის საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ

ხმაური იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ წარმომადგენელს სხდომაზე არ უშვებენ.

„აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის არმიღება ხელფასებზე უარის თქმას ნიშნავს
შემდეგი სტატიაგიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია