“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა “ლაგუნა-ვერესთან” აქცია გამართეს

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა “ლაგუნა-ვერესთან” აქცია გამართეს.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიშა ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მოსახლეობას წაართვა “ლაგუნა ვერე” და ეს ისტორიული კომპლექსი, რომელმაც არაერთი თაობა გაზარდა, გადააქცია ერთ დიდ ჭაობად.
“ლაგუნა-ვერე” იყო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება ყველა თაობისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში განტვირთვისთვის, მით უფრო მათთვის, ვინც ვერ ახერხებდა ქალაქიდან გასვლას. მოვითხოვთ დაუბრუნდეს “ლაგუნა-ვერეს” ის სტატუსი, რომლითაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, დროულად დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები და კომპლექსი გადაეცეს მის კანონიერ მესაკუთრეს – ქალაქ თბილისის მოსახლეობას”.

banner
წინა სტატიაშინიცაში ტერორისტული აქტის დროს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ფრანგული მხარე ადასტურებს
შემდეგი სტატიარას აკეთებს სახელმწიფო პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის