“ლეიბორისტული პარტია” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

“ლებორისტული პარტია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, ივანიშვილის პირადი დავალებით, სპეცსამსახურების გადაცმული თანამშრომლებით დაკომპლექტებული და ნაყიდი უკვე მიცვალებული, ექს-პოლიტიკოსების ჯგუფი ფაქტობრივად თავს დაესხა შალვა ნათელაშვილის მშობლიურ სოფელ ბაზალეთს. ისინი შევიდნენ მოსახლეობასთან პირდაპირ კონფლიქტში, რაც შეიძლება დამთავრებულიყო ძალიან სავალაოდ. პოლიცია როგორც წესი სდუმდა და არ გამოჩენილა.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, დასვან საკითხი კრიმინალ ივანიშვილის საქმიანობის აღსაკვეთად, რომელიც უკვე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სოფლების დარბევაზე გადავიდა და სამოქალაქო ომისკენ მიაქანებს ქვეყანას. ეს თავდასხმა ზუსტად დაემთხვა დროში ივანიშვილის განცხადებას, რომელშიც მან სამარცხვინო უწოდა შალვა ნათელაშვილისა და ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერებს. ამით მან თავისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გამოუცხადა ომი. რის მწარე შედეგებსაც მალე დაკრეფს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის
შემდეგი სტატია“ოცნების” კანდიდატის კომპანიას პროკურატურა სახელმწიფო ქონების გაფლაგვას ედავება, კერძო პირი კი _ ქონების წართმევას