ლეიბორისტული პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

gugavaლეიბორისტული პარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ონლაინ-სესხების მესვეურთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ მუქარაზე, შანტაჟზე და ძალადობრივ ქმედებებზე დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლების ხელშეწყობით, ონლაინ-სესხების მესვეურები არა მხოლოდ თაღლითური სქემების მეშვეობით, როგორიცაა უპერეცედნტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმები და საურავები უმოწყალოდ ძარცვავენ ასი-ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ასევე, ახორციელებენ კლიენტებზე მუქარას, შანტაჟს და ძალადობას, რასაც თვითმკვლელობამდე მიჰყავს ადამიანები. მსგავს უკანონო ქმედებებს ახორციელებს ონლაინ-სესხების ე.წ. ფინანსური კოლექტორები (აღმასრულებლები)”.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი აუდიო-ჩანაწერი.
თუ სამართალდამცავი ორგანოები ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, არ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ “სამევახშეო კანტორების” უკან დგას თავად ხელისუფლება.
8 ოქტომბრის შემდეგ ლეიბორისტული პარტია აღკვეთს ონლაინ-სესხებისა და მათი მფარველების მძარცველურ საქმიანობას ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილი:ჩემს მიერ “შევიწროვებულო” სამხარაძევ და მის ბედზე მოვიშვიშე ფემინისტებო სადაა ეს დედარღნიანი სარჩელი?
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხურჩაში ჩავიდნენ