“ლეიბორისტული პარტია” ხმების თავიდან დათვლას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო უბნების გახსნასა და ხმების თავიდან დათვლას ითხოვს. მისი თქმით, “ლეიბორისტული პარტია” პროცედურულ მოქმედებებს მალე დაიწყებს.

“როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ უმთავრესი დარტყმა “ლეიბორისტულ პარტიაზე” მიიტანა, თუმცა საერთო ბარიერი გადავლახეთ. თბილისის ყუთებში და დალუქულ ურნებში დევს დიდი საიდუმლოება, თუ როგორ მოახერხა ივანიშვილის, ბოკერიასა და თარხან-მოურავის ალიანსმა არჩევნების გაყალბება. კატეგირიულად მოვითხოვთ, გაიხსნას თბილისის ყველა უბანი და ცენტრალიზებული წესით თავიდან გადაითვალოს ყველა ხმა. ამის თაობაზე უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურულ მოქმედებებს”,- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს
შემდეგი სტატიავულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა