„ლეიბორისტული პარტია“ ელექტროენერგიაზე მომატებულ ტარიფს ასაჩივრებს

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ აბონენტებისთვის ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფები გაასაჩივრა. სარჩელით საქალაქო სასამართლოს პარტიის იურისტმა დღეს მიმართა.

“სემეკის” 27 დეკემბრის დადგენილებით მომხმარებლებს ტარიფი, კომპანიის მიერ სამომავლო და სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით დაერიცხებათ.

„სემეკის” დადგენილების მიღება მოხდა ნაჩქარევად და კანონის უხეში დარღვევით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სამომავლო და სავარაუდო ხარჯებია ჩადებული ტარიფში, რის გამოც ტარიფი მკვეთრად გაიზარდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამის შესახებაც იცის, მაგრამ ამ თვის ბოლოს, როდესაც მათ მიუვათ ქვითრები, ეს ეხება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე რეგიონებს, ისინი გაიგებენ თუ რა მკვეთრად მოხდა ტარიფის გაზრდა,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს