(video) “ლეიბორისტული პარტია” დააყადაღეს

“ლეიბორისტული პარტიის” საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ისაუბრა. გუგავა ამბობს, რომ ყადაღა პარტიის ანგარიშს პოლიტიკური ნიშნით, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრმა დაადო. “ლეიბორისტული პარტია” საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარუი ქვეყნების მთავრობები საქმის კურსში ჩააყენონ, რათა მათი ზეწოლით მოხდეს პარტიის ანგარიშის ყადაღის მოხსნა. გუგავა მათგან ასევე მოითხოვს ივანიშვილის უცხოურ ანგარიშებს დაედოს ყადაღა.

https://youtu.be/G3AW0Ooo9rk

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერმა ბრიტანეთს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს აქციას აანონსებს