“ლეიბორისტული” პარტია ბლოკებისა და ერთიანი სიის წინააღმდეგ

“ლეიბორისტული” პარტია ბლოკებისა და ერთიანი სიის წინააღმდეგ – შალვა ნათელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ არცერთ ოპოზიციურ სპექტრთან გაერთიანებას არ გეგმავს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება მხოლოდ “ლეიბორისტულ” პარტიას შეუძლია.

მეტიც, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს “გაყიდულებს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათ, ვინც წლების წინ “ლეიბორისტული” პარტიის “ფანჩატურში” ერთობას ხელი მოაწერეს, პირობას უღალატეს.

“ყოფილი ხელისუფლებიდან გამოყრილებსა და საშოვრის მაძიებლებს” – ამბობს ნათელაშვილი ოპოზიციის მისამართით.

ყველა ეს პარტიებადწოდებული ინტერეს ჯგუფები, ნაგლეჯები, ყოფილი ხელისუფლებიდან გამოყრილები, საშოვრის მაძიებელი ტიპები არიან ერთი იდეოლოგიის და მსოფლმხედველობის მქონე. მათი მიზანია, რომ მსხვილი კაპიტალი იყოს კარგად მასობრივი, საშუალო ფენის და ხალხის ხარჯზე. თუ რამდენიმე ასეული ოჯახი იქნება ბედნიერი საქართველოში, ისინი თვლიან, რომ ქვეყანა დგას დემოკრატიის, განვითარების გზაზე. ამ ჯგუფებმა ერთი პარტია უნდა გააკეთონ. ამ ერთი პარტიით ერთი სია უნდა შეადგინონ, ჩვენც დავისვენებთ და ისინიც დაისვენებენ”, – ამბობს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მძიმე ამბავია” – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას
შემდეგი სტატიაგალდავა: დაბოლოს, იხშობა ყველაზე ძლიერ სამხედრო პარტნიორ ქვეყანასთან ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავდა თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერებისკენ