ლეიბორისტები ტრანსპორტის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

“ლეიბორისტული” პარტია მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. ნათელაშვილის თქმით, ტრანსპორტზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.

“ლეიბორისტული პარტია მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება, ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხი გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”,- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე – კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს არ იყო ძარცვა
შემდეგი სტატიატიკარაძე – ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება