ლეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებენ

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებს ლეიბორისტული პარტია. გიორგი გუგავას თქმით, ივანიშვილის განცხადებები, რომ ის საქართველოში ბიზნესს არ აწარმოებს და შემოსავალს ქველმოქმედებაში ხარჯავს – სიცრუეა.

პარტიაში დღეს, ყოფილი პრემიერის სხვადასხვა კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს. მონაცემების მიხედვით ყოფილი პრემიერის მოგება მილიარდ ლარს აჭარბებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისმა კომპანიებმა მილიარდზე მეტი მოიგეს, კერძოდ, ქართუ ბანკი 130 მილიონი, აფეთქებული საყდრისის ოქროდან 340 მილიონი, კარფურის ქსელიდან 90 მილიონი, ლუკოილიდან 170 მილიონი, ტვირთების გადაზიდვიდან 300 მილიონი, კომპანია ატუდან 50 მილიონი. ეს მოგება ივანიშვილმა ნახა სახელმწიფო რესურსების მიტვისებისა და ხალხის მასობრივი გაღატაკების ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატ გიორგი მდინარაძის თქმით, პოლიციის უფროსის დაკავება დაგვიანებულია
შემდეგი სტატიაპრემიების ამკრძალავი პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით ჩავარდა