ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს ვიდეო.
„ფართომასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, ალყის პირობებში, მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციისა, ტყვია-წამლის ნაკლებობისა და ბევრი დაჭრილის მიუხედავად, „აზოვის“ მებრძოლები კვლავ დევნიან რუს სამხედროებს ქარხანა „აზოვსტალში“ ოკუპანტების მიერ დაკავებული პოზიციებიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.