ლეღვის ნახარშით სხეულის 40 %-იანი დამწვრობა 12 წლის გოგომ მიიღო

12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მე–2 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი  გუგა ქაშიბაძე აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ლეღვის ნახარშით მოზარდის დამწვრობის პირველი შემთხვევაა. მისივე თქმით, მანამდე მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მოზრდილებში ფიქსირდებოდა.

ქაშიბაძის განმარტებით, 12 წლის გოგონა იმერეთის რეგიონიდან დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს. მას სხეულის 40% აქვს დამწვარი. კერძოდ, გულ–მკერდი, მუცელი და ქვემო კიდურები.

„პაციენტს დღეს დილით ნარკოზით შეხვევა ჩაუტარდა და იგი ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის სულ 5 შემთხვევა ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშიშვედური გამანადგურებელი ჩიტს დაეჯახა და კატასტროფა განიცადა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მამა- ვნატრობ, ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელ სკამზე მოხვდნენ