ლეგენდარული ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა

ჟაზისა და პოპის ლეგენდარული მომღერალი, გრემის შვიდგზის მფლობელი ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯაზმენი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაღლილობის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ელ ჯეროს ბოლო 50 წლის განმავლობაში კარიერაში არცერთი შესვენება და ჩავარდნა არ ჰქონია. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო და საკუთარი ელექტრონული სტილიც კი ჩამოაყალიბა, რომელიც მის ინდივიდუალიზმს უსვამდა ხაზს.

მისი პირველი ალბომი 1975 წელს გამოვიდა, როდესაც ჯაზმენი 35 წლის იყო. ალბომის გამოშვებიდან ორ წელიწადში მან პირველი გრემი აიღო.

ელ ჯეროს ჯანმრთელობის პრობლემები 2010 წლიდან აწუხებდა.

banner
წინა სტატიაში(Video) სოსო ოხანაშვილი ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია
შემდეგი სტატია(video) მეუფე იაკობი: ჩვენს პატრიარქს ღმერთი იცავს