ლეგენდარული არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი, მეტსახელად “სოულის დედოფალი” 76 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
ფრანკლინი 1942 წლის 25 მარტს მემფისში დაიბადა. გაიზარდა დეტროიტში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. ფრანკლინს მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა – ის ეკლესიაში მსახურებებზე ჰიმნებს მღეროდა. 18 წლის ასაკში არეკა ფრანკლინმა პოპ მუსიკისა და ჯაზის შესრულება დაიწყო, თუმცა, ნამდვილი ფურორი 1967 წელს მოხდა სტუდია Atlantic Records-ში. მას აღიარება მოუტანეს ისეთმა სიმღერებმა, როგორიცაა Chain of Fools, A Natural Woman და Respect.
მომღერალი 110-ჯერ მოხვდა ჟურნალ Billboard-ში, ანუ, იმაზე მეტჯერ, ვიდრე სხვა ქალი-მუსიკოსები.

ფრანკლნს ჯანმრთელობის და წონის პრობლემები ჰქონდა. 2009 წელს ის ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე გამოვიდა. 2016 წელს კი გუნდ Detroit Lions-ის თამაშის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის შესრულებით მოხიბლა პუბლიკა.

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ
შემდეგი სტატიასიკვდილის სიჩქარე დაადგინეს