ლეევან ვასაძე – დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც

დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც. AL ტიპის ამილოიდოზის გარდა, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რაც არის სისხლის კიბოს ნაირსახეობა, – ამის შესახებ „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე ორი თვეა, რაც მისი მკურნალობა მიმდინარეობს.

„ვინც მე მგულშემატკივრობთ, ნუ დაიზაფრებით, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი, AL ტიპის ამილოიდოზი გაცილებით უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი. ეს მონათესავე დაავადებებია და ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან უცნაურია მათი წარმოქმნა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში ასეთ მოკლე ვადებში“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ორივე დიაგნოზის დადგენის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. მანვე აღნიშნა, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი ხელოვნური შეიძლება ყოფილიყო.

„ჩვენ ვეღარ უარვყოფთ, რომ ეს დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული რადიაციის დასხივებითა და ინტოქსიკაციით, ანუ მოწამლვით. თუ ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში ეს მკაფიოდ გარკვეული არ არის, მიელომის შემთხვევაში პირდაპირ წერია, რომ ამის ერთერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამლვა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიბილაშვილი – თბილისის დაბეტონების ტენდენცია უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიახაშურის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა