Le Point: ტრამპი, შესაძლოა, მოსკოვში 9 მაისს ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ფრანგული ჟურნალი Le Point საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წელს ევროპაში ომის დასრულებიდან 80 წელი შესრულდა. ამიტომ “მოსკოვის ზეიმში” აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობა უნდა გახდეს რუსული პროპაგანდის თეზისების ერთგვარი დადასტურება, რომელიც უკრაინას ნაცისტებთან აიგივებს. ანუ გერმანელ ნაცისტებზე გამარჯვებიდან 80 წლის შემდეგ პუტინს სურს სხვა ნაცისტებზე „გამარჯვების“ აღნიშვნა,- აღნიშნავენ გამოცემის ავტორები.

აშშ-ის პრეზიდენტის მოსკოვში მსგავს ვიზიტს რეალურად უკვე აქვს პრეცედენტი,-წერს ფრანგული გამოცემა. 1995 წელს ბილ კლინტონმა გამოეხმაურა ბორის ელცინის მოწვევას და მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ზეიმებში 9 მაისს, მიუხედავად იმდროინდელი უთანხმოებისა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბოსნია, ირანი და ნატოს გაფართოების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამას ძალიან მალე იხილავთ – მაიკ უოლცი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”