ლე პენმა დაუშვა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება

ფრანგული “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ის მზად არის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს იმ შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტად აირჩევენ – დღეს “სიენენი” ავრცელებს.
ევროპარლამენტის სესიაზე შეკითხვაზე პასუხისას ლე პენმა თქვა: “დემოკრატიის ნორმების შესაბამისად, რეფერენდუმი ეს საუკეთესო ინსტრუმენტია”. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ის უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ლაპარაკობს.
იმავე საკითხზე რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. მოქალაქეების უმეტესობამ ევროკავშირიდან გასვლას უყარა კენჭი.

banner
წინა სტატიაშიპარიზი და ბერლინი 2018 წლისათვის საერთო ევროპული არმიის შექმნაზე ფიქრობენ
შემდეგი სტატიაკანადელი ნარკომანები ჰეროინს რეცეპტით მიიღებენ