ლე პენის პარტიას სახელმწიფო დოტაცია შეუჩერეს

საფრანგეთის სასამართლო გამომძიებლებმა მემარჯვენე პოპულისტ მარინ ლე პენის პარტია “ნაციონალურ გაერთიანებას” 2 მილიონი ევროს სახელმწიფო დოტაცია შეუჩერეს – პოლიტიკოსმა კვირას გაავრცელა. სულ პარტიის წლიური დოტაცია 4,5 მილიონი ევროა.
ლე პენი ორგანოების გადაწყვეტილებას “დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას” უწოდებს და აცხადებს, რომ თუკი თანხა არ ჩაერიცხებათ, “პარტია აგვისტოს ბოლოსთვის მოკვდება”.
გამოძიებამ თანხა შეაჩერა იმის გამო, რომ ლე პენი დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტში მუშაობისას დამხმარეს ფიქტიური დასაქმებასა და ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვაში. ლე პენი ევროპის პარლამენტის დეპუტატი 2009 -2017 წლებში იყო – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა იაპონიაში – დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიაერთ-ერთი ვერსიით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს