ლე პენი საფრანგეთის “შეუკავებელი გლობალიზაციისაგან” დაცვის პირობას დებს

“ნაციონალური ფრონტის” კანდიდატმა მარინ ლე პენმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში გადადის, პირობა დადო, რომ “შეუკავებელი გლობალიზაციისგან” დაიცავს საფრანგეთს.
“ეს შედეგი ისტორიულია და ის უზარმაზარ პასუხისმგებლობას მაკისრებს ფრანგი ერის დასაცავად, მისი ერთობის, მისი უსაფრთხოების, მისი კულტურის, მისი აყვავებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად” – თქვა ლე პენმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისას.
“მთავარია, რა დევს ამ არჩევნების რუკაზე – ეს შემაშფოთებელი გლობალიზაციაა, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს” – თქვა მან.

საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, მარინ ლე პენმა არჩევნებში 24,15% აიღო, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა კი 21,41%. ისინი მეორე ტურში გადადიან – ასეთია პირველადი მონაცემები.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიფიიონი მაკრონის მხარდამჭერ მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით არიან დაკავებული