ლე პენი ევროკავშირის დაშლას წინასწარმეტყველებს

ევროკავშირი დაიშლება, იმიტომ, რომ ის უკვე არ სჭირდებათ მის მოქალაქეებს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა, თავის მომხრეებთან შეხვედრისას. “ევროკავშირი მოკვდა – ადამიანებს ის უკვე აღარ სჭირდებათ” – “ბიბისი” ციტირებს პოლიტიკოსს. “გლობალისტების წინააღმდეგ მოგების დრო მოვიდა… მე ემანსიპაციაზე ვსაუბრობ, განთავისუფლებაზე… ყველა პატრიოტს მოვუწოდებ, ჩვენი დროშის ქვეშ გაერთიანდნენ” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატრმა.
აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა ლე პენის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს “ევროპისათვის ჭეშმარიტების მომენტი” უწოდა. “ამ საპრეზიდენტო არჩევნებს რეალურად დიდი მნიშვნელობ აქვს: ევროკავშირის გადარჩენა ან დაღუპვა. კვაზირეფერენდუმი” – დაწერა დიპლომატმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში – ოპოზიციური პარტია კობახიძის აცილებას ითხოვს
შემდეგი სტატია„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“ – მიხეილ ჯანელიძე