Le Figaro: ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია

ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: “საქართველო – პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით”.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იმ პოლიტიკური კრიზისის ნაწილია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს უკავშირდება და სადაც რუსეთი აქტიურადაა ჩართული.

“რუსეთმა დიდი ხანია, დაკარგა 3.7 მილიონი ქართველის კეთილგანწყობა, თუმცა ახალი კრიზისი, რომელმაც შეძრა ეს კავკასიური ქვეყანა, მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა”.

სტატიაში წერია, რომ 2019 წელს თანამდებობის დატოვება მოუწია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ მის სავარძელს რუსი დეპუტატი იკავებდა.

“უკანასკნელ დღეებში ცეცხლს ნავთი გავრილოვმა შეუნთო, რომელმაც შეაქო მმართველი პარტია. მისი თქმით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფო გადატრიალება, რეპრესია და დიქტატურა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ნიკა მელიას მხარდამხარ დაგმეს მოსკოვის ბრძანებების შემსრულებელი ქართული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ხშირად პოლიტიზებულია”.

18 თებერვალს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 38 წლის ფრანგულად მოსაუბრე ღარიბაშვილის უკვე ეკავა ეს თანამდებობა 2013 – 2015 წლებში და მან საკმაოდ ცუდი მოგონებები დატოვა. – წერია სტატიაში.

“ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია”. – ამბობს საქართველოს პოლიტიკურ საკითხებში გარკვეული დასავლელი დიპლომატი Le Figaro-სთან ინტერვიუში.

წყარო: ტაბულა

ვირუსის ბლოკატორები