17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის დეიდაშვილია, საეჭვოდ დაემთხვა თვითმკვლელობების საკითხი – გიორგი ლილუაშვილი

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილზე დაწერილ პოსტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვები გრძელდება. დიღმის მთავარ სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და პარტია „საქართველოს“ წევრი, გიორგი ლილუაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.

tv პირველის ინფორმაციით, პოლიტიკოსი ამბობს, რომ  მას არ სჯერა გავრცელებული ვერსიის, თითქოს ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი იყო და ორ შემთხვევას შორის არსებულ საეჭვო დამთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, იგი ჯორბენაძეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს თავი არ მოუკლია… ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის [ლაზარეს] ალალი დეიდაშვილია, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს საკითხი“, — განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის წერილში გაჟღერებულ ბრალდებებზე, სადაც ყოფილი პრემიერი კობახიძე-მდინარაძის შესაძლო პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა:

„ღარიბაშვილი ამ მკვლელობას დასწრებია? არც ის მტკიცებულებები აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ეს არის პოლიტიკური განცხადება… არ გამოვრიცხავ [მის ვერსიას], იმიტომ, რომ კობახიძე-მდინარაძე, ერთიც და მეორეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“, — აღნიშნა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ პუტინს აცნობეს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა