მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა.
ამ წუთებში პარლამენტთან გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.