ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი – ლაშა ფარულავა

„9 წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით.

ლაშა ფარულავას განცხადებით – „სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 9 წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარე გრიგორიადისი.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ახალგაზრდა ელჩები მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაროდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება – ჯავახიძე