“ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ეგულება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება” – ბაჩუკი ქარდავა

უბედურება ისაა, რომ ამ განცხადებიდანვე იკვეთება, რომ ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ეგულება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება – ეს განცხადება ბაჩუკი ქარდავამ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზე საუბრისას გააკეთა.

სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ “რუსთავის 2”-ის დასჯას მოითხოვს. ივანიშვილი კი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნა ლეგიტიმურია და “რუსთავი 2”-ის საქციელი, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია.

“საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის განცხადებიდან ჩანს, რომ კრემლის სამიზნე „რუსთავი 2“ და პროდასავლური ოპოზიციაა.

„ლავროვის განცხადებიდან ცალსახად ჩანს, რომ რუსეთის სამიზნე დღეს საქართველოში არის „რუსთავი 2,“ პროდასავლური ოპოზიცია და ანტისაოკუპაციო განწყობის მქონე ქართული საზოგადოება. უბედურება ისაა, რომ ამ განცხადებიდანვე იკვეთება, რომ ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ეგულება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა კრემლის მარიონეტ რეჟიმად, რომელიც ყველაფერზე წავა, მას რუსეთი მარტო ტემპს უწუნებს, თორე „რუსთავი 2,“-საც სჯის, ოპოზიციას სჯის ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაში“სისხლი დაიღვრება, ესენი დასალეწები არიან დედაბუდიანად, მალე მოგიტ..ავთ დედას” – “ქართული ოცნების” წევრი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიიღო