ლავროვს პოროშენკოზე ხუმრობა მწარედ შეუბრუნეს (ვიდეო)

ვიდეოსააგენტო Ruptly-მ “იუთუბზე” გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სესიიდან კადრები გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, რომელიც რუსულ არხ “რასიას” ჟურნალისტს ეუბნება რომ ის რუსულ არხებს ინტერვიუს არ აძლევს, რადგანაც ისინი ფეიკ ნიუსს ავრცელებენ. ამის შემდეგ პოროშენკო შეცდომით შედის ოთახში, სადაც იმ მომენტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს მართავდა. ლავროვმა რამდენიმე წუთში პოროშენკოს დაბნეულობაზე კომენტირებისას იხუმრა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, “სავარაუდოდ, ტუალეტში აერია” .

ლავროვის ხუმრობას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ლავროვმა რუსეთის დელეგაციას თვითონ უწოდა ტუალეტი, ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ პოროშენკო ფეკალიების სუნს გაყვა და იქ რუსული დელეგაცია აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – რუსეთი იტყუება, რომ საქართველო საკუთარ თავს დაესხა
შემდეგი სტატიასოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა