რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მოსკოვისთვის პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია. “არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია არავის. არავის მსგავსი რამე არ შემოუთავაზებია” – განაცხადა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელის იგორ სერდუნის ასადისადმი შეთავაზება თანამდებობის დატოვების შესახებ პრესის სპეკულაციაა და მეტი არაფერი: “ეს არასწორია. მსგავს თემაზე პრეზიდენტ ასადთან საუბარი არ ყოფილა” – განაცხადა ლავროვმა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვს სირიის პრეზიდენტისთვის არ შეუთავაზებია გადადგომა. ცნობა იმის შესახებ, თითქოს მოსკოვი მხარს უჭერს ასადის გადადგომას, Financial Times-მა გაავრცელა.