ლავროვმა ტერორისტთან ფოტო გადაიღო

ჩერნოგორიის (მონტენეგრო) პრეზიდენტის დამხობაის მცდელობასა და მასზე თავდასხმის ორგანიზებაში თანამონაწილეობის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი ნემანია რისტიჩი, 12 დეკემბერს სერბეთში ვიზიტად მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გადაღებულ ფოტოზე აღმოჩნდა.

,,როიტერის,, ცნობით, ლავროვმა 12 დეკემბერს ბელგრადში საბჭოთა მებრძოლების მემორიალი მოინახულა, სადაც ადგილობრივ ულტრამემარჯვენეებს შეხვდა და მათთან ფოტო გადაიღო. ფოტოზე ერთი თვით ადრე ჩერნოგორიაში გადატრიალებისა და პრეზიდენტის ლიკვიდაციის მცდელობისთვის ძებნილთა შორის ერთ-ერთი პირი, ნემანია რისტიჩიც აღმოჩნდა, რომელიც ჩერნოგორიის სამართალდამცავთა აზრით სერბეთში აფარებს თავს.
ჩერნიგორიის სამართალდამცავთა მიერ, რისტიჩის გარდა გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე სერბი და რუსეთის ორი მოქალაქე: ედუარდ შიროკოვი და ვლადიმერ პოპოვი, ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნაშია არიან მიცემულნი.

banner
წინა სტატიაშიბელორუსიაში ,,ბუტირკას,, კონცერტები აუკრძალეს
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოს დაკეტვის ორი კულუარული ვერსია