ლავროვმა გერმანიასა და აშშ-ს შორის “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა

“სანქციებით ნებისმიერი დაშინება – ახალი, ძველი თუ მიმდინარე – არ შეიძლება მისაღები იყოს, რადგანაც მისი შემოღება მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია” – ასეთი პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 21 ივლისს აშშ-სა და გერმანიას შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ გაზსადენს ეხება.

ლავროვმა თქვა, რომ დაელოდება ოფიციალურ ინფორმაციას, მაგრამ ის, რაც გავრცელდა მედიით, თუკი სიმართლეს შეესაბამება, “აღმაშფოთებელია, შეთანხმება იმაზე, რომ გერმანია ვალდებულია რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგ გააგრძელოს. კი, გერმანია ძლიერია… ვნახოთ, ეს საბოლოოდ როგორ იქნება გაფორმებული” – ლავროვმა რუსულ მედიასთან შეთანხმებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე თქვა, რომ კრემლმა იცის “გარკვეული გაგების” შესახებ, რომელსაც ბერლინისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებებზე მიაღწიეს “ჩრდილეოთის ნაკადი-2”-ის შესახებ, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებია.

როგორც “ბლუმბერგმა” გაავრცელა, გერმანიამ და აშშ-მ გაზსადენი ” ჩრდილოეთის ნაკადი-2″-ის ირგვლივ რამდენიმე წელიწადს გაგრძელებული კონფლიქტი მოაგვარეს. ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც გერმანია ვალდებულია ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი გაზსადენს უკრაინის წინააღმეგ იარაღად გამოიყენებს, ან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს – 21 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა გაავრცელა. მისი თქმით, საუბარია როგორც ეროვნული დონის ზომებზე, ასევე საერთოევროპული რეაქციის მიღწევაზე. საპასუხო ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთის ენერგომატარებლის ევროპაში ექსპორტი შეიზღუდება.

გარდა ამისა, აშშ და გერმანია ვალდებული ხდებიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები იმისათვის, რომ რუსული გაზის უკრაინაზე ტრანზიტის შესახებ ხელსეკრულება, რომელსაც 2024 წელს ეწურება ვადა, 10 წლით გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და გერმანიამ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ირგვლივ კონფლიქტი მოაგვარეს
შემდეგი სტატიამარტვილში გახარიას მომხრეებს რწმუნებულები დაითვლიან