“ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის მთავარი პრობლემაა ისაა, რომ საზოგადოება ამის შესახებ რუსეთისგან იგებს” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას აფასებს.

მისი თქმით, რათქმაუნდა შესაბამისს ფორმატში და კონტექსტში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, როდესაც საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან.

„რათქმაუნდა შესაბამისს ფორმატში და კონტექსტში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, როდესაც საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან და მითუმეტეს ეს ხდება იმ ფონზე როდესაც ვხედავთ ქართული ოცნების წინააღმდეგობას პარლამენტში, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს რასაც სთავაზობს „ევროპული საქართველო.“

ბუნებრივია ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარილებულ პოლიტიკურ ამოცანებს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი საზოგადოებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხად მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ უნდობლობას საზოგადოების მხრიდან.

ვიმეორებ – რუსეთთან სწორ კონტექსტში და ფორმატში დიალიოგი პრობლემა არ არის და მათ შორის ოკუპანტთანაც უნდა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს დაფარულად, როდესაც ამის შესახებ ვიგებთ რუსული მხრიდან და როდესაც ამას წინ უძღვის კონტექსტი, რომ ხელისუფლება წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღების. ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს და დაველოდოთ ამ კითხვებზე პასუხებს. თუ ხელისუფლება ამ კითხვაზე საზოგადოებას გასცემს დამაჯერებელ პასუხს მით უკეთესი მათთვის თუ არა, საზოგადოების რეაქცია და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის რეაქციაც იქნება შესაბამისი” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა იცოდა, რომ ზარდიაშვილი ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მის მიმართ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა რასაც ჩემთან ამჟღავნებდა