ლავროვის უწყების ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 3 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
კომენტარში ნათქვამია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო მორიგი შუთანხმებელი გადაწყვეტილება, რომლის პროექტი თბილისის მიერ იყო ადრე ჩაგდებული. ეს დოკუმენტი იწვევს გაოცებას თავისი მიკერძოებით, რომელიც აბსურდში გადადის და რეალობას სცდება.
მასში დეკლარირებულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი და არის მცდელობა რუსეთს დააკისრონ პასუხისმგებლობა საქართველოს კონფლიქტურ ურთიერთობაზე ამ რეგიონებთან, რომლებიც ერთ დროს შედიოდნენ მის შემადგენლობაში.
თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით საერთაშორისო არენაზე განაგრძობს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ქარაფშუტობის გავრცელებას. მას არ სურს ნორმალური ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან და ამის „დაკანონებას“ ცდილობს.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოს დელეგაცია სისტემატურად უარს ამბობს კონსტრუქციულ მუშაბაზე ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე.
ასეთ ვითარებაში სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ღირს თუ არა მოცემული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელება.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური ინტერვიუ
შემდეგი სტატიარუსები და აფხაზები ჟენევის ფორმატის გაუქმებით იმუქრებიან