ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, “საქართველოს აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოს აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”.

ლავროვი განცხადებაში ქართულ ოცნებას აქებს.

“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს”, – თქვა ლავროვმა და დაამატა, რომ “გარკვეული სახის კონტაქტი გარდაუვალია”.

“ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ”, – ამბობს ის.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: დღეს ჩვენ გადარჩენის არჩევნები გვაქვს
შემდეგი სტატია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სია წარადგინა