ლავროვის განცხადებით, ნატოში “საქართველოს ძალით შეყვანას” ცდილობენ

ლავროვი: ნატოს რუსეთთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვები აქვს

ოკუპანტი ქვეყნის მორიგი ულტიმატუმი და მუქარა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კრემლი ნატოს შემდგომ გაფართოებას “წითელი ხაზის” გადაკვეთად განიხილავს. განცხადება სერგეი ლავროვმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, ლავროვი ირწმუნება, რომ ნატოში “საქართველოს ძალით შეყვანას” ცდილობენ.

“შეხვედრაზე ჩვენს ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენი მოკავშირეები არიან. დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე კი იქ განთავსებულია ჩვენი სამხედრო ბაზები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეხვედრაზე არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის ნატოში საქართველოს ძალით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებაზე ნათელია – ეს იქნება “წითელი ხაზი”, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტად მოახლოებას”, – თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ ვაქცინირებული პირი, არამედ ვისაც ბუსტერ დოზა ექნება გაკეთებული
შემდეგი სტატიახედავდით მათ მცდელობებს არაერთს, რომ სისხლიან დაპირისპირებაში ჩავეთრიეთ საზოგადოება – მელია “ოცნებაზე”