ლავროვი : „ზურაბიშვილი რაღაც პოლიტოლოგიის ტვინი ტრესტში დასაქმდა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რაღაც პოლიტოლოგიის ტვინი ტრესტში“ დასაქმდა.

შეგახსენებთ: ზურაბიშვილი აშშ-ში არიზონას უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიანტი გახდა.. ზურაბიშვილის თქმით, „ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო“. „მეორე მხრივ, ეს არის პროექტის დაფინანსება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავწეროთ პროექტი ქართულ თემაზე, რომელზეც დავიწყებთ მუშაობას“, – განმარტა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ლავროვმა კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ვენესუელაში არსებულ ვითარებებზე. ცნობისთვის: 10 იანვარს, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, თუმცა დასავლეთის ქვეყნები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებენ.

„შესაძლოა, ე.წ. პრეზიდენტმა გონსალესმა, ისევე როგორც ე.წ. პრეზიდენტმა გუაიდომ მიბაძონ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ – სალომე ზურაბიშვილს. მან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ არსად წავა და როგორც ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო საქართველოში, დაჯდება სასახლეში და გასცემს ბრძანებებს. დილით კი დატოვა სასახლე და დასაქმდა „რაღაც პოლიტოლოგიის ტვინის ტრესტში“ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს არის ფარისევლობა, სრული დიქტატურა, ადამიანების უპატივცემულობა და, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვი ასევე აცხადებს, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დააფიქსირეს.

„ნახეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს. სხვათა შორის, გვაბრალებდნენ იქ რაღაცის მოწყობას. ეუთოს დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენიათ. ეს ფორმულა ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა სწორად და ლეგიტიმურად. არა, მათ ეს არ მოსწონთ, ”- თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი: „საქართველომ შესაძლოა, თავისი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, „3+3“ ფორმატში დაიკავოს“
შემდეგი სტატიატყუილი და ჰომოფობიური ლექსიკა – აჭარის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მოიტყუა