8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ლავროვი: ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია – არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა, რის გამოც საბრძოლო მოქმედებების შეჩერება არ იგეგმება.

ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს უკრაინულ მხარეს ძალების აღდგენისა და შეიარაღების შევსების საშუალებას მისცემდა.

„ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება“, — განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ზელენსკის პოზიციამ აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ დიზელის გარიგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კიევი კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის მზად არ არის. ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია“.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 8 იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა