ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე ყველანაირი სპეკულაცია ზედმეტი და არსებული ვითარებისთვის შეუფერებელია – ვოლსკი

ჩვენ ვართ არა განყენებული საერთაშორისო კონტექსტიდან, არამედ მონაწილე საერთაშორისო პროცესის, საერთაშორისო დაპირისპირების მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო რუსეთთან – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ყველაფრის მრავალმხრივი ინტერპრეტაცია მოხდა.

„ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება პროგნოზირებადი იყო. რეალობაში, შემდეგი ვითარება არსებობს – დაძაბულია მდგომარეობა საქართველო-რუსეთს შორის. ინიციატივა შვეიცარიას ჰქონდა. ამ ინიციატივის ნაწილი ვართ, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამ ნაბიჯს ამერიკამ და ყველა პარტნიორმა მხარი დაუჭირეს. ამ საკითხებზე ყველანაირი სპეკულაცია ზედმეტი და შეუფერებელია არსებული ვითარებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგურამ ჩალაგაშვილის დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყაზბეგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრევის პირასაა